ევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
ევროკომისია ყულევის ნავთობტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის, რადგან ტერმინალმა რუსული ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა.

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მდებარე ტერმინალმა რუსული ნავთობის ნაცვლად ლიბიური ნავთობის შესყიდვა დაიწყო, იუწყება The Kyiv Independent-ი ბრიუსელის კორესპონდენტზე კრის პაუერსზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ყულევის ტერმინალმა ევროკავშირის სანქციების დაწესების საფრთხის შემდეგ ნავთობის მომწოდებელი შეცვალა და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა. ამ გარემოებამ ევროკომისიას მისცა საფუძველი, წევრი სახელმწიფოებისთვის ტერმინალის სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოღება შეეთავაზებინა.
მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ტერმინალის სანქციების სიიდან ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება.
ევროკომისიის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში შპს ბლექ სი პეტროლიუმმა, რომელიც ყულევის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე
ევროკომისიას ყულევის სანქციებიდან ამოღება სურს, კობახიძე მიესალმება
ევროკომისია ყულევის ქარხნის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…