პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

საქსტატი

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს, რადგან საწარმო რუსულ ნავთობს ჩაეხსნა და ნედლეულს უკვე ლიბიიდან იღებს.

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე
BM.GE

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ეკონომისტ რომან გოცირიძის შეფასებით, ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღება ძალიან კარგი იქნება.

უცოხოური მედიის ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.

ამასთან, როგორც ყოფილი პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, ის, რომ ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, საზოგადოებისა და პირველ რიგში, თავისუფალი მედიის დამსახურებაა.

რომან გოცირიძის შეფასებით, თუ ყულევის ქარხანა განვითარდება და 2028 წელს მართლაც დაიწყებს დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს კარგი საქმე იქნება.

"ევროკავშირი აპირებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს არის ძალიან კარგი.

როგორც ირკვევა, შეასრულეს მათ აღებული ვალდებულება, ჩაეხსნენ სისხლიან რუსულ ნავთობს და ლიბიიდან დაიწყეს შემოტანა.

თუ ეს ქარხანა განვითარდება და 2028 წელს მართლაც დაიწყებს დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს იქნება კარგი საქმე.

დღეისათვის, მხოლოდ დიზელის ნახევარფაბრიკატს უშვებენ - იმას, რაც რუსეთიდან შემოჰქონდათ და შემდეგ ქართული პროდუქციის სახით ექსპორტზე გაჰქონდათ, რაც რუსეთის დახმარება იყო სანქციების გვერდის ავლაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქარხანა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან (მესაკუთრეებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე), საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება, სასიკეთო როლი ითამაშოს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებაში", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ: ევროკავშირმა ყულევის ქარხანა სასანქციო სიაში ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსი თვე მისცა. სიიდან ქარხნის ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანაზე ფინანსური გარიგებების შეზღუდვა აღარ ამოქმედდება.

ქარხნის მფლობელი და ოპერატორი Black Sea Petroleum-ის განცხადებით, საწარმო 23 აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში 86,300 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო მომწოდებელი ქვეყანა მხოლოდ ლიბია იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
  2. პირველი არხისამთავრობომედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
  3. იმედინიუსისამთავრობოევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიევროკომისიას ყულევის სანქციებიდან ამოღება სურს, კობახიძე მიესალმება
  5. POSTVსამთავრობოევროკომისია ყულევის ქარხნის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ის, რომ ყულევის ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, ეს საზოგადოების, პირველ რიგში კი თავისუფალი მედიის დამსახურებაა” – რომან გოცირიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები