პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,, ის, რომ ყულევის ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, ეს საზოგადოების, პირველ რიგში კი თავისუფალი მედიის დამსახურებაა” – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკავშირი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს, რადგან საწარმო რუსულ ნავთობს ჩაეხსნა და ნედლეულის ლიბიიდან შემოტანა დაიწყო.

,, ის, რომ ყულევის ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, ეს საზოგადოების, პირველ რიგში კი თავისუფალი მედიის დამსახურებაა” – რომან გოცირიძე
ალია

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ევროკავშირი აპირებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს არის ძალიან კარგი. როგორც ირკვევა, შეასრულეს მათ აღებული ვალდებულება, ჩაეხსნენ სისხლიან რუსულ ნავთობს და ლიბიიდან დაიწყეს შემოტანა.

თუ ეს ქარხანა განვითარდება და 2028 წელს მართლაც დაიწყებს დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს იქნება კარგი საქმე. დღეისათვის მხოლოდ დიზელის ნაევარფაბრიკატს უშვებენ, იმას, რაც რუსეთიდან შემოჰქონდათ და შემდეგ ქართული პროდუქციის სახით ექსპორტზე გაჰქონდათ, რაც რუსეთის დახმარება იყო სანქციების გვერდის ავლაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქარხანა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან (მესაკუთრეებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე), საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება სასიკეთო როლი ითამაშოს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებაში.

ის, რომ ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, ეს საზოგადოების, პირველ რიგში კი თავისუფალი მედიის დამსახურებაა.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები