პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს

The Kyiv Independent-ის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს, რადგან საწარმომ რუსული ნავთობი ლიბიურით ჩაანაცვლა.

მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
პირველი არხი

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს.

სტატიის თანახმად, ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხის საპასუხოდ ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა.

„ამჟამად ქარხანა ნავთობს, რუსეთის ნაცვლად, ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ცნობისთვის, 23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მე-21 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც. სანქციების ამოქმედებისთვის ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.

მოგვიანებით, „ბლექ სი პეტროლიუმმა“ გაავრცელა განცხადება, რომ 23 აგვისტოდან ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო, რითაც წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები