თენგო თევზაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ომთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც მისასალმებელია, ახლა ვიდავოთ იმაზე, ხუთ გადატრიალებას აწყობდა ოპოზიცია, თუ ექვსს - კონსტიტუციური სარჩელის ჩამოშლის მკაფიო მაგალითს ვუყურებთ
თენგო თევზაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სარჩელში ომთან დაკავშირებით უკან დაიხია და ფაქტობრივად სარჩელის ჩამოშლის მკაფიო მაგალითი ჩანს.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ომთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც მისასალმებელია მხოლოდ - ფაქტობრივად, კონსტიტუციური სარჩელის ჩამოშლის მკაფიო მაგალითს ვუყურებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აბსოლუტური ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია [საკონსტიტუციო] სარჩელით საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას.
როგორც თევზაძემ აღნიშნა, დღეს ტერიტორიული მთლიანობისა და ომის საკითხი სრულად განეიტრალდა.
„ვნახეთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ომთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც მისასალმებელია მხოლოდ. იქიდან გამომდინარე, რომ შავით თეთრზე წერია, რომ წინა ხელისუფლებას ბრალდებოდა ომის პროვოცირება. როგორც გავიგეთ, ამ მიმართულებით მათ პრეტენზია არ აქვთ და მხოლოდ რეზოლუციის საკითხი დარჩა. ეს წინგადადგმული და მისასალმებელი ნაბიჯია. ახლა ვიდავოთ იმაზე 5 გადატრიალებას აწყობდა ოპოზიცია, თუ 6-ს, სარჩელში ორივე წერია. ნელ-ნელა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი პირითვე, საკუთარი შეფასებებით მოუწევს საკუთარი კონსტიტუციური სარჩელის უკან წაღება, საჯაროდ. ფაქტობრივად, კონსტიტუციური სარჩელის ჩამოშლის მკაფიო მაგალითს ვუყურებთ. დღეს ტერიტორიული მთლიანობისა და ომის საკითხი სრულად განეიტრალდა“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა, უპასუხა, რომ აბსოლუტური ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია [საკონსტიტუციო] სარჩელით საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…