კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, თავად კი — მეორე. კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი გაბრაზებული მამუკა მდინარაძეზე, მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში არ ბრაზდებიან.

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილია პირველი პირი, თავად კი მეორე.
კობახიძე მამუკა მდინარაძესთან მეგობრობაზე კვლავ არ საუბრობს, კითხვაზე კი - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მდინარაძეზე გაბრაზებული, აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში არ ბრაზდებიან.
"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის...
პოლიტიკაში საერთოდ არ ბრაზდებიან, რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები დაფუძნებული უნდა იყოს სამართალზე, კანონებზე. ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაკეთეთ ათასი კომენტარი, თვითონ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა, ჩვენ მადლობაც გადავუხადეთ. თემა არის ამოწურული", - თქვა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგუნდში ივანიშვილი არის პირველი, მე ვარ მეორე - ირაკლი კობახიძე
"ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, მე - მეორე" - ირაკლი კობახიძე
კობახიძე ასახელებს, ვინ არიან “ოცნებაში” პირველი და მეორე პირები
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის
- გია ხუხაშვილი: როდესაც პარტიის წესდებით და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პირველი პირი ამბობს, რომ ის სინამდვილეში მეორე პირია, ეს ნიშნავს რომ...
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…