პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში, არსად ბრუნდება, უკვე პოლიტიკაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მათი პოლიტიკური გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ლიდერია, რომელიც პოლიტიკაშია და ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში, არსად ბრუნდება, უკვე პოლიტიკაშია
ინტერპრესნიუსი

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს. ეს არის ის მოცემულობა. ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას, ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები