პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მათ გუნდში პირველი პირია, თვითონ — მეორე, და მათ შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაა. მან ასევე უსაფუძვლო უწოდა კითხვებს მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო სისხლისსამართლებრივ დევნაზე.

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის
ინტერპრესნიუსი

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ.

კობახიძის თქმით, „მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და ეს ლოგიკურია“.

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებული, კობახიძის თქმით: „პოლიტიკაში არ ბრაზდებიან“.

„პოლიტიკაში არ ბრაზდებიან რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დაფუძნებული სამართალზე, კანონებზე. ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ბევრ რამეზე ვსაუბრობთ ხოლმე. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ეს არ არის აქტუალური საკითხი ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ კითხვებს საფუძველი არ აქვს.

მამუკა მდინარაძე არაფერ შუაში არაა ირაკლი ღარიბაშვილთან. რას ნიშნავს შეცდომაში შეყვანა? ანუ დანაშაული არ ჩადენილა და ისეა ადამიანი დაჭერილი? თქვენ რომ რაღაცას აშუქებდით და ჩვენ ჩვენი გუნდის წევრს ვიცავდით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ალოგიკური ისაა, როდესაც თქვენ წლების განმავლობაში ამტკიცებდით, რომ ადამიანი იყო დამნაშავე და ახლა მოგინდათ მისი უდანაშაულობის მტკიცება“,- განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ სამომავლოდ სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს, პრემიერის შეფასებით, ამ კითხვას საფუძველი არ აქვს.

„არის კითხვა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ამ კითხვას არანაირი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ ამაზე [გუნდში გადაადგილებაზე] კომენტარი არ გააკეთოს. როცა შიდა გადაადგილება ხდება გუნდში ჩვენ გვაქვს სრული უფლება რაღაცაზე გავაკეთოთ კომენტარი, რაღაცაზე არ გავაკეთოთ კომენტარი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა საფუძვლები ჰქონდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა სამზარეულო და გვაქვს უფლება კომენტარი არ გავაკეთოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიგუნდში ივანიშვილი არის პირველი, მე ვარ მეორე - ირაკლი კობახიძე
  2. BM.GEოპოზიციური"ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, მე - მეორე" - ირაკლი კობახიძე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე ასახელებს, ვინ არიან “ოცნებაში” პირველი და მეორე პირები
  4. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი
  5. Facebookგია ხუხაშვილი: როდესაც პარტიის წესდებით და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პირველი პირი ამბობს, რომ ის სინამდვილეში მეორე პირია, ეს ნიშნავს რომ...
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები