გია ხაუხაშვილის სკანდალური განცხადება: შავი ფული თეთრდება კაზინოებით
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მტკიცებით, სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს კომპრომისია, კაზინოები კი ფულის გათეთრების უნივერსალურ მექანიზმს წარმოადგენს.

სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირების ფონზე მიღწეული კომპრომისია – ასეთ შეფასებას აკეთებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „დღის ამბებში“ საუბრისას. მისი აზრით, ხელისუფლებამ სუროგაციის აკრძალვის საკითხი საპატრიარქოს "სახის შესანარჩუნებლად" წამოჭრა, აზარტული თამაშების ბიზნესი კი, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდისთვის გაცილებით პრინციპული საკითხია.
ხუხაშვილი სათამაშო ბიზნესის მიმართ საპატრიარქოს პოზიციის ცვლილებაზეც საუბრობს და ყურადღებას კაზინოების მეშვეობით ფულის გათეთრების შესაძლო რისკებზე ამახვილებს.
მაღალი იერარქების გარკვეული ნაწილი კონტროლირდება ხელისუფლების მხრიდან. ისინი მივიდნენ და უთხრეს: "რაღაც მაინც გადმოგვიგდეთ, რომ სახე შევინარჩუნოთ" და გადაუგდეს ეს... სუროგაციიდან მაინც და მაინც დიდი ფული არ იშოვება, ხომ? სუროგაციიდან ხელისუფლება დიდ ფულს ვერ შოულობს. "გადაუგდეს" ეს თემა იმისთვის, რომ საპატრიარქოსთვის სახე შეენარჩუნებინათ ამ ვითომ ვითომდა პირისპირებაში. თეთრი ძაფით კერავენ, სინამდვილეში, როგორც ჩაბს, საპატრიაროქოსთვისაც არ ყოფილა ასეთი პრინციპული საკითხი კაზინოების თემა, იმიტომ, რომ როგორც კი სუროგაციაზე აქეს და ადიდეს ხელისუფლება და ... ბატონო ჩემო, რომ აცხადებდით კაზინოებით იღუპება ოჯახებიო და მართლა იღუპება ოჯახები და განადგურდა, რაის ტურიზმზე ვლაპარაკობთ? ათეულობით ათასი ოჯახი საქართველოში გაანადგურა სათამაშო ბიზნესმა. თუ ეს არაფერი არ არის? საპატრიარქო როგორ გაჩუმდა ხომ ხედავთ?... "რაღაც მაინც მოგვეცით, რომ სახე შევინარჩუნოთ" - მისცეს სუროგაციის თემა, რაც არ იყო მაინც და მაინც პრინციპული. კაზინოები პრინციპული თემაა ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ იქიდან დიდი ფული მართლა შემოდის, კობახიძეს ტყუილი კი არ უთქვამს, დიდი ფული შესდით თეთრად თუ შავად... კაზინოები, გარდა ამისა, ფულის გათეთრების უნივერსალური მექანიზმია. ეს შავი ფული რომ იჭრება, ტენდერებზე რომ საუბრობდით, იმ ტენდერებიდან "ატკატები" რომ მოდის, ეს ფული როგორ უნდა გაათეთრო? კაზინოების მეშვეობით მათ შორის", - ამბობს გია ხუხაშვილი.
2026 წლის ოქტომბრის ბოლოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა ცვლილებები აზარტული თამაშების შესახებ კანონში, რაც ტურისტული სეზონის მოტივით სათამაშო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებდა.
პროტესტის მიუხედავად, 2026 წლის 9 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა და ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველოს საპატრიარქომ და სასულიერო პირებმა ღიად გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და აღნიშნეს, რომ ეკლესია აზარტული თამაშების წახალისებას ეწინააღმდეგება.
„ქართული ოცნება“ ლუდომანიის პრობლემის გაღრმავების გამო ამბიონიდან გააკრიტიკა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…