პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გუნდში ივანიშვილი არის პირველი, მე ვარ მეორე - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, თავად კი — მეორე, რის გამოც მათ შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს.

გუნდში ივანიშვილი არის პირველი, მე ვარ მეორე - ირაკლი კობახიძე
TV პირველი

„ჩვენი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი"- განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალსტებთან გააკეთა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან " ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა" აქვს.

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის, ბუნებრივია, ეს ლოგიკურია" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე პოლიტიკურად აქვს თუ არა მასზე ახლო ურთიერთობა ვინმეს ქართული ოცნებიდან ბიძინა ივანიშვილთან"- თქვა მან.

შეკითხვაზე "მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებულია ის [ბიძინა ივანიშვილი]?" კობახიძემ პასუხობს:

"საერთოდ არ ბრაზდებიან პოლიტიკაში, რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით"- დასძინა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე ივანიშვილზე: დაბრუნება არ სჭირდება, ის პოლიტიკაშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები