ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდა

ქართული ოცნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დღესაც უაქტიურეს პოლიტიკაშია და პროცესებში ბოლომდეა ჩართული, ხოლო გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არავინ იღებს.

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდა
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდაინტერპრესნიუსი

უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში - ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, მას ივანიშვილთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს და მათ შორის დღესაც ჰქონდა.

„ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ რჩევებს, ერთად განვიხილავთ საკითხებს, ის არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. ისევე როგორც მმართველი გუნდი, ამ მმართველი გუნდის ლიდერიც ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის მიმართ. ის არის გუნდის ლიდერი, შესაბამისად, ისევე როგორც გუნდი, თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერიც მთლიანად იზიარებს პასუხისმგებლობას, რომლებიც წარიმართება. ერთპიროვნულად საერთოდ არ მიიღება გადაწყვეტილებები. მთავრობაში არც მე ვიღებ ერთპიროვნულად რაიმე გადაწყვეტილებას და არც პოლიტიკურ გუნდში მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი არ იღებს. არც ერთი გადაწყვეტილება ჩვენთან ერთპიროვნულად არ მიიღება, ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯელობას. თუ არის საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, ბატონ ბიძინასთან ერთად ვიკრიბებით ხოლმე, ერთად ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში. თქვენ იცით, რომ ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, 1 წელში დატოვა მან ეს თანამდებობა, ეს არის მისი განწყობა“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, კითხულობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს წერილები გუნდში დიდი აქტუალობით არ სარგებლობს.

„არ ვიცი, ყველა კითხულობთ, ალბათ, საჯაროდ რაც ვრცელდება და სავარაუდოდ, ისიც ეცნობა ამ წერილებს, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდი აქტუალობით ეს წერილები გუნდში არ სარგებლობს. მან ფასი დაუკარგა საკუთარ სიტყვებს და საკუთარ განცხადებებს. სამწუხაროდ ასეა“, - განაცხადა კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ რჩევებს, ერთად განვიხილავთ საკითხებს, ის არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. ისევე როგორც მმართველი გუნდი, ამ მმართველი გუნდის ლიდერიც ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის მიმართ. ის არის გუნდის ლიდერი, შესაბამისად, ისევე როგორც გუნდი, თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერიც მთლიანად იზიარებს პასუხისმგებლობას, რომლებიც წარიმართება. ერთპიროვნულად საერთოდ არ მიიღება გადაწყვეტილებები. მთავრობაში არც მე ვიღებ ერთპიროვნულად რაიმე გადაწყვეტილებას და არც პოლიტიკურ გუნდში მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი არ იღებს. არც ერთი გადაწყვეტილება ჩვენთან ერთპიროვნულად არ მიიღება, ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯელობას. თუ არის საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, ბატონ ბიძინასთან ერთად ვიკრიბებით ხოლმე, ერთად ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში. თქვენ იცით, რომ ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, 1 წელში დატოვა მან ეს თანამდებობა, ეს არის მისი განწყობა“
„არ ვიცი, ყველა კითხულობთ, ალბათ, საჯაროდ რაც ვრცელდება და სავარაუდოდ, ისიც ეცნობა ამ წერილებს, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდი აქტუალობით ეს წერილები გუნდში არ სარგებლობს. მან ფასი დაუკარგა საკუთარ სიტყვებს და საკუთარ განცხადებებს. სამწუხაროდ ასეა“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?