პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო სუროგაციის სრულად აკრძალვას ემხრობა, რადგან ის ტრეფიკინგთან ახლოსაა და ნახევრად აკრძალვა უკონტროლო პროცესებს გამოიწვევდა. საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივის კანონპროექტად წარდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს.

სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან - ანდრია ჯაღმაიძე
BM.GE

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო სუროგაციის სრულად აკრძალვას ემხრობა. როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, ნაწილობრივი აკრძალვა უკონტროლო პროცესებს გამოიწვევდა.

ჯაღმაიძის თქმით, სუროგაცია „ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან“ და ამ საკითხზე ხელისუფლებასთან საუბრის დაწყება პატრიარქის ინიციატივა იყო.

„საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები.

ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მმართველი პარტიის ინიციატივას დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე მიესალმა პატრიარქი შიო III-ც და დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას წინ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის გამართული კონსულტაციები უსწრებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. Facebookანდრია ჯაღმაიძე: სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან
  2. TV პირველიოპოზიციურისაპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანდრია ჯაღმაიძე - სუროგაცია არის დარღვევა, ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევდა - პატრიარქის ინიციატივა იყო, ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი დაგვეწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას თემა უკვე შესწავლილი ჰქონდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე
  5. POSTVსამთავრობოდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას. ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით ხდება. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები