პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ანდრია ჯაღმაიძე - სუროგაცია არის დარღვევა, ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევდა - პატრიარქის ინიციატივა იყო, ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი დაგვეწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას თემა უკვე შესწავლილი ჰქონდა

საპატრიარქო

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო სუროგაციის სრულ აკრძალვას ემხრობა, რადგან ის ტრეფიკინგთან და ექსპლუატაციასთან ახლოსაა; სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამაც მიიღო.

ანდრია ჯაღმაიძე - სუროგაცია არის დარღვევა, ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევდა - პატრიარქის ინიციატივა იყო, ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი დაგვეწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას თემა უკვე შესწავლილი ჰქონდა
ინტერპრესნიუსი

საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა - ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო ემხრობა სუროგაციის სრულად აკრძალვას და მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევს.

„საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები. ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“, -განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. რაც შეხება საერთაშორისო პრაქტიკას, თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული. ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ეს თემა ჯერ კიდევ დარჩენილია”, - განაცხადა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. Facebookანდრია ჯაღმაიძე: სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან
  2. TV პირველიოპოზიციურისაპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია და სახელმწიფოს ნული კონტროლი აქვს ბავშვების ბედზე - კირცხალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები