პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

საპატრიარქო მმართველი გუნდის მიერ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას მიესალმება. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სფეროში ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია ხდება და ეს პროცესი ძალიან ახლოსაა ტრეფიკინგთან.

ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე
რუსთავი 2

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი მადლობას უხდის მმართველ გუნდს იმ ინიციატივისთვის, რომელიც სუროგაციის აკრძალვას შეეხება.

შიო მესამემ განცხადება ცოტა ხნის წინ ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგების დასრულების შემდეგ გააკეთა.

სასულიერო პირები დადებითად აფასებენ, რომ საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ სფეროში არსებული დარღვევები, მათ შორის ადამიანის უფლებების შელახვა და ორგანიზმის ექსპლუატაცია, ტრეფიკინგის რისკებთან არის ახლოს და სრული აკრძალვა კი უკონტროლო პროცესების თავიდან ასარიდებლად არის საჭირო.

"სუროგაციის პრობლემა დიდი ხანია გვესმის. ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტები იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება - ისეთი სამწუხარო ფაქტები, როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

ფაქტიურად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება.

ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები.

ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს.

ჩვენდანარჩენ უკვე საკანონმდებლო პრობლემებში, რა თქმა უნდა, პირობებში ალბათ ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა, როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში, ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს - არაბუნებრივი პროცესია.

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულ ერაში, როდესაც ტექნოლოგიები შესაძლოა, რომ ადამიანის სულიერ პროცესებს არ უწყობდნენ ხელს.

სხვანაირად არის დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელი, სხვანაირად - სუროგაცია ამას არ შველის.

ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა ჯერ კიდევ დაწყებული საუბარი ამაზე და პერიოდულად ამის შესახებ გავდიოდით სხვადასხვა საკითხებს.

პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ხელისუფლებას საპატრიარქოსთან ამ საკითხზე, აქტიური კომუნიკაცია აქვს.

კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს. ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. Facebookანდრია ჯაღმაიძე: სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან
  2. TV პირველიოპოზიციურისაპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანდრია ჯაღმაიძე - სუროგაცია არის დარღვევა, ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევდა - პატრიარქის ინიციატივა იყო, ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი დაგვეწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას თემა უკვე შესწავლილი ჰქონდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები