„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე“- კირცხალია
„ქართული ოცნება“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის მიზნით პარლამენტში კანონპროექტის შეტანას გეგმავს. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს და საფუძვლად ეთიკური რისკები, ტრეფიკინგი და ბავშვთა უფლებების დაცვა დასახელდა.

დღეს, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის მიზნით, კანონპროექტს პარლამენტში შეიტანენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე”, – განაცხადა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
ირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ
საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“ – ირაკლი კირცხალია
"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის - ირაკლი კირცხალია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…