დეკანოზი საბა ჭიკაიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ იზრუნონ შვილზე და ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ. ეს უკვე ღვთის წინაშე კეთილი საქმე იქნება. შვილად აყვანის ლოცვაც კი არსებობს
დეკანოზ საბა ჭიკაიძის განცხადებით, ეკლესია სუროგაციას მხარს არ უჭერს და მისი აკრძალვა სწორი ინიციატივაა, მსურველებს კი ბავშვის შვილად აყვანისკენ მოუწოდებს.

ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს არის ბავშვის გაჩენის არაბუნებითი გზა.
„იმის გამო, რომ ტექნიკურად არსებობს ამის საშუალება, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი საშუალებაც გვაქვს. არსებობს ზნეობრივი კანონი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
აქ ირღვევა ბავშვის უფლებები და რატომღაც არავინ საუბრობს ამ უფლებებზე. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ეს ბავშვები ხშირ შემთხვევაში მიჰყავთ ერთნაირსქესიან წყვილებს და არვინ ზრუნავს მათ მომავალზე.
მე მქონია საუბარი სუროგატ ქალებთან, რომლებიც სინანულით მოსულან ჩემთან. მათ ფსიქოლოგიურად ამუშავებენ მთელი ორსულობის განმავლობაში, რომ არ გაუჩნდეს მიჯაჭვულობა იმ ნაყოფის მიმართ, რომელიც მუცელში უზის. როგორი საშინელებაა თვითონ იმ ქალისთვისაც ეს ყველაფერი, რომელიც 9 თვის განმავლობაში მუცლით სხვის შვილს ატარებს და შემდეგ ბავშვისთვისაც, რომელიც ჩასახვის მომენტიდან ემოციურ კავშირშია თავის დედასთან და გრძნობს დედის ემოციებს. ის ბავშვი უკვე ტრავმირებული იბადება, რომელმაც იცის, რომ დედას არ უნდა ის. არის კიდევ უამრავი დარღვევები.
ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ იზრუნონ შვილზე და ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ. ეს უკვე ღვთის წინაშე კეთილი საქმე იქნება. შვილად აყვანის ლოცვაც კი არსებობს. ის უკვე მართლა შვილი იქნება მისი, გაზრდის და ამაზე კეთილშობილური საქმე არ არსებობს“, - აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადეკანოზი საბა ჭიკაიძე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე: რაც არაბუნებითია, არ არის მისაღები ეკლესიისთვის - სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…