პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ეკლესიისთვის სუროგაცია მიუღებელია. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს“ - სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას სასულიერო პირები ეხმაურებიან

სასულიერო პირები სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას მიესალმებიან. დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია და ხშირად ბავშვები უცხოელებზე იყიდებიან.

„ეკლესიისთვის სუროგაცია მიუღებელია. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს“ - სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას სასულიერო პირები ეხმაურებიან
იმედინიუსი

სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას მიესალმება ეკლესია. სასულიერო პირები ამ პრობლემის შესახებ საუბრობენ. განმარტავენ, თუ რატომ არის სუროგაცია მიუღებელი ეკლესიისთვის.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მოხარული არიან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და რომ ეს ინიციატივა ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვები უცხოელებზე იყიდებიან, ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქირაობენ. ეკლესიისთვის სუროგაცია ძალიან მიუღებელია. მე ბევრჯერ მისაუბრია სუროგატებთან და საშინელ სტრესს განიცდიან. ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, ილია მეორესაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს არის ეკლესიისთვის ძალიან მიუღებელი და ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

„ეს ინიციატივა აბსოლუტურად მისაღებია. რას ნიშნავს სუროგაცია და ამ ბავშვებს რა მომავალი აქვთ, - ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ასეთი ცოდვიანი შემოსავალი, როგორც მისმა უწმინდესობამ, შიო მესამემ ბრძანა, არავის ხეირს არ მოუტანს. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ერის სურვილიცაა, რომ აიკრძალოს. მადლობა ღმერთს, თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქნება ამ გადაწყვეტილებაში მტკიცე“, - აღნიშნა გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რადგან სუროგაცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობა - ბავშვები ხშირად იყიდებიან უცხოელებზე" - დეკანოზი შალვა კეკელია სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დეკანოზი საბა ჭიკაიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ იზრუნონ შვილზე და ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ. ეს უკვე ღვთის წინაშე კეთილი საქმე იქნება. შვილად აყვანის ლოცვაც კი არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები