აქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც ციხის დატოვების შემდეგ ამტკიცებდა, რომ შეწყალება არ მოუთხოვია, პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა: სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ
აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვია, თუმცა გავრცელდა განცხადება, სადაც ის დანაშაულს აღიარებს და შეწყალებას ითხოვს.

2024 წლის აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც დღეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, ჟურნალისტებთან ამტკიცებს, რომ მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა სხვა რამეზე მეტყველებს ფაქტები.
არსებობს 7.10.2026 წლით დათარიღებული განაცხადი, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერს: „მოგახსენებთ, რომ გასამართლებული ვარ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით. სასჯელის ზომად განმესაზღვრა 2 წლით/აღკვეთა.
ვაღიარებ და ვინანიებ რა ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, მე სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, რაც სრულად მაქვს გაცნობიერებული.
მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამასთან მაქვს დიდი სურვილი - მონაწილეობა მივიღო ჩემი სამშობლოს საქართველოს აღმშენებლობაში და გავხდე საზოგადოების ღირსეული წევრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ“, - აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის შეწყალების თხოვნაში, რომლითაც მან პრეზიდენტს მიმართა.
დღეს კი, გლდანის მერვე დაწესებულების დატოვების შემდეგ, მან უარყო, რომ საპყრობილე სწორედ თავისი თხოვნის საფუძველზე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო - ბრძოლა გრძელდება ბოლომდე! - ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი: ბრძოლა გრძელდება ბოლომდე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…