შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს - "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჯავახიშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს
შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა „კურიერის“ ცნობით, არსებობს მისი წერილობითი განცხადება შეწყალების მოთხოვნით.

შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი მედიასთან ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.
"მეტ დეტალზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. არ ველოდი [გათავისუფლებას], არ მიმიმართავს [პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით]", - განაცხადა, მედიასთან საუბრის დროს, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
"კურიერმა" მოიპოვა ჯავახიშვილის ის განცხადებები, რომლითაც პატიმარი პენიტენციური სისტემის მერვე დაწესებულების დირექტორს მიმართავს და პრეზიდენტის შეწყალების კომისიაში მისი განცხადების გადაგზავნას სთხოვს. მეორე განცხადება კი, თავად პატიმარ ჯავახიშვილის თხოვნას ეხება, შეწყალების თაობაზე.
"№8 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
თხოვნა შეწყალების თაობაზე:
მოგახსენებთ, რომ გასამართლებული ვარ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით. სასჯელის ზომად განმესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვაღიარებ და ვინანიებ რა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, მე სრულად აღვიქვამ ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, რაც სრულად მაქვს გაცნობიერებული.
მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამასთან, მაქვს დიდი სურვილი, მონაწილეობა მივიღო ჩემი სამშობლოს, საქართველოს აღმშენებლობაში და გავხდე საზოგადოების ღირსეული წევრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ", - აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ დაწერილ განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…