პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო - ბრძოლა გრძელდება ბოლომდე! - ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“, — განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა. მან აღნიშნა, რომ შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს და თანამებრძოლებს გარეთ გამოსვლის შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდა.

ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო - ბრძოლა გრძელდება ბოლომდე! - ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
TV პირველი

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ "პირველებთან" პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ბრძოლა გრძელდება.

ჯავახიშვილმა თანამებრძოლებს თავისუფლებაზე გამოსვლის შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო. ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. სიმართლე გითხრათ, პირველი ემოციები, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა, არის ყველა პატიმრისთვის, არა მარტო ჩვენთვის, სინდისის პატიმრებისთვის და პოლიტპატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის არის ძალიან დიდი, ემოციური გამოსვლა, სიმართლე რომ გითხრათ. მეტ დეტალებზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. […]

[შეწყალების თხოვნით] არ მიმიმართავს. [...]

თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო. არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები." - ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ფოტო: ipn.ge

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
  2. ალიაოპოზიციურიპატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
  3. Facebookნიკოლოზ ჯავახიშვილი: ბრძოლა გრძელდება ბოლომდე
  4. იმედინიუსისამთავრობოაქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც ციხის დატოვების შემდეგ ამტკიცებდა, რომ შეწყალება არ მოუთხოვია, პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა: სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები