პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო

აქციებზე დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს და თანამებრძოლებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა გარეთ გამოსასვლელად.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
ალია

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო,- ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დააკავეს.

როგორც მან განაცხადა, სხვა პატიმრებმა უნდა გამოიყენონ შეწყალების მექანიზმი, რადგან ეს ციხიდან გამოსვლის ალტერნატივაა.

„ძალიან ბევრი რამ მაქვს სალაპარაკო. ბრძოლა ბოლომდე გრძელდება! სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა ყველა პატიმრისთვის ძალიან ემოციურია. არ ველოდი. შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.

ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო, ვგულისხმობ ჩემს თანამებრძოლებს. ვეტყოდი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ქვეყანას ახალგაზრდები ვჭირდებით. სხვა პატიმრებმაც დაწერონ შეწყალების შესახებ თხოვნა, ეს გამოსვლის ალტერნატივა იქნება“,- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
  2. TV პირველიოპოზიციურიახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო - ბრძოლა გრძელდება ბოლომდე! - ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
  3. Facebookნიკოლოზ ჯავახიშვილი: ბრძოლა გრძელდება ბოლომდე
  4. იმედინიუსისამთავრობოაქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც ციხის დატოვების შემდეგ ამტკიცებდა, რომ შეწყალება არ მოუთხოვია, პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა: სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები