პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადებაზე: კარგად იცის, ე.წ. თანამებრძოლები როგორ დააბულინგებენ, როგორი ფაშისტური მეთოდებით მიუდგებიან და ცდილობს, ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს

ქართული ოცნება

დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი იტყუება, თითქოს პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვია, რადგან თანამებრძოლების მხრიდან ბულინგის არიდებას ცდილობს.

ლევან მაჭავარიანი ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადებაზე: კარგად იცის, ე.წ. თანამებრძოლები როგორ დააბულინგებენ, როგორი ფაშისტური მეთოდებით მიუდგებიან და ცდილობს, ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს
რუსთავი 2

შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, მას პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს, მმართველ გუნდში აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჯავახიშვილი იაზრებს, რომ შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ბულინგის ობიექტი გახდეს და ტყუილით ცდილობს კრიტიკის თავიდან აცილებას.

"ეს არის ტყუილი, მან მიმართა პრეზიდენტს შეწყალებით, სხვანაირად ეს პროცესი ვერც ვითარდება, თუ პრეზიდენტს არ აქვს კონკრეტული მიმართვა.

ეს ადამიანი იქიდან გამომდინარე საუბრობს, რომ მისი ე.წ. თანამებრძოლები რეალურად ფაშისტები არიან. კარგად იცის, თუ როგორ დააბულინგებენ, როგორი ფაშისტური მეთოდებით მიუდგებიან მას და, შესაბამისად, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი მედიასთან ამტკიცებს, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.

"კურიერმა" მოიპოვა ჯავახიშვილის ის განცხადებები, რომლითაც პატიმარი პენიტენციური სისტემის მერვე დაწესებულების დირექტორს მიმართავს და პრეზიდენტის შეწყალების კომისიაში მისი განცხადების გადაგზავნას სთხოვს. მეორე განცხადება კი თავად პატიმარ ჯავახიშვილის თხოვნას ეხება, შეწყალების თაობაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს - "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჯავახიშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები