პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

საქართველოს პროკურატურა

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ანრი კვარაცხელიამ და გიორგი მინდაძემ გლდანის ციხე დატოვეს; ჯავახიშვილის განცხადებით, მას მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან
ალია

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან – მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას მიხეილ ყავალაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს.

ჯავახიშვილს საპატიმრო მიმდინარე დეკმბერს უნდა დაეტოვებინა.

“ბიჭებს მოვიკითხავ შიგნით პირველ რიგში, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვისურვებ და მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ. არ ველოდი, სიმართლე რომ გითხრათ” – თქვა 25 წლის ანრი კვარაცხელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

„სახლში მინდა ძალიან,თავისუფლება ყველას“, – თქვა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. კვარაცხელიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გიორგი მინდაძეს პროკურატურა გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურისინდისის პატიმრები გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
  2. ფორმულაოპოზიციურიშეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო დატოვეს
  3. TV პირველიოპოზიციურინიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისინდისის სამმა პატიმარმა გლდანის ციხე დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ციხეებთან აქციებზე დაკავებულთა მშობლები შვილების გათავისუფლებას ელოდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები