ნიკოლოზ ჯავახიშვილი: ბრძოლა გრძელდება ბოლომდე
"თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო. არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები... ითხოვონ, შეწყალება დაწერონ, კი ბატონო," - ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

"სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო. ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. სიმართლე გითხრათ, პირველი ემოციები, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა, არის ყველა პატიმრისთვის, არა მარტო ჩვენთვის, სინდისის პატიმრებისთვის და პოლიტპატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის არის ძალიან დიდი, ემოციური გამოსვლა, სიმართლე რომ გითხრათ. მეტ დეტალებზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. […]
არა, [შეწყალების თხოვნით] არ მიმიმართავს. [...]
თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო. არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები... ითხოვონ, შეწყალება დაწერონ, კი ბატონო." - ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო - ბრძოლა გრძელდება ბოლომდე! - ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო
აქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც ციხის დატოვების შემდეგ ამტკიცებდა, რომ შეწყალება არ მოუთხოვია, პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა: სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…