მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა, სადაც ყურადღება 4000 მგვტ სიმძლავრის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე გამახვილდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა.
შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი), რომელიც 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას ითვალისწინებს.
აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ევროპულ ბაზრებთან დაკავშირებადობის განვითარებას.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს და სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამარიამ ქვრივიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა?
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…