პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აჭარასა და სხვა რეგიონებში გაზი აღარ გაითიშება – კომპანიის ახალი განცხადება

ტემპერატურის კლების გამო მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოები გადაიდო, რის გამოც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეწყდება. კომპანიის განცხადებით, განახლებული თარიღი საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

აჭარასა და სხვა რეგიონებში გაზი აღარ გაითიშება – კომპანიის ახალი განცხადება
ბათუმელები

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.

„ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.

ასევე, გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს“ – აცხადებს კომპანია.

ამავე დროს, გაზის ტრანსპორტირების კომპანია წერს, რომ გეგმური სამუშაოები ჩატარდება მეტეოროლოგიური პირობების მიხედვით და სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობო24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - რომელ მუნიციპალიტეტებს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება?
  2. პირველი არხისამთავრობო24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გაზი შეწყდება
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა" - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
  4. ბათუმელებიოპოზიციური24 ნოემბერს გაზი გაითიშება აჭარასა და მთელ დასავლეთ საქართველოში
  5. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ქალაქს დროებით შეუწყდება
  6. ალიაოპოზიციურისაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
  7. BM.GEოპოზიციური24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება
  8. რუსთავი 2სამთავრობო"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას, საბოლოოდ აღმოიფხვრება" - მთავარ გაზსადენზე სამუშაოები ხვალ გამთენიისას დაიწყება
  9. რუსთავი 2სამთავრობოდასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გია აბაშიძე : დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება - მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები