პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება

მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 24 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონის მოსახლეობას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება
BM.GE

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და აჭარის რეგიონის მომხმარებლებს.

კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგების შეზღუდვა საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე ახლად აშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების (შეჭრის) სამუშაოებს უკავშირდება.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს:

აღმოსავლეთ საქართველო: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ასევე დაბა ბაკურიანი;

დასავლეთ საქართველო: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის რეგიონი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენა 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება. მათივე თქმით, სამუშაოების თარიღის შერჩევისას გაითვალისწინეს 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა მოსახლეობისთვის დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთებაც, რაც ასევე ტექნიკურ სამუშაოებს მოითხოვს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ აშენებული ახალი მილსადენების ქსელში ჩართვას კომპანია ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით ხსნის და აღნიშნავს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - რომელ მუნიციპალიტეტებს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება?
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა" - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
  3. ბათუმელებიოპოზიციური24 ნოემბერს გაზი გაითიშება აჭარასა და მთელ დასავლეთ საქართველოში
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ქალაქს დროებით შეუწყდება
  5. ალიაოპოზიციურისაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, 20-კილომეტრიანი მილსადენის მიერთების გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ეს სამუშაოები ზამთარში ავარიული გათიშვებისგან დაგვიცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები