დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
ტემპერატურის კლების გამო მაგისტრალურ გაზსადენზე 24-25 ნოემბერს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო, რის გამოც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებს გაზმომარაგება აღარ შეუწყდება.
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო - ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
"მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - რომელ მუნიციპალიტეტებს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება?
24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გაზი შეწყდება
"ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა" - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
24 ნოემბერს გაზი გაითიშება აჭარასა და მთელ დასავლეთ საქართველოში
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ქალაქს დროებით შეუწყდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას, საბოლოოდ აღმოიფხვრება" - მთავარ გაზსადენზე სამუშაოები ხვალ გამთენიისას დაიწყება
აჭარასა და სხვა რეგიონებში გაზი აღარ გაითიშება – კომპანიის ახალი განცხადება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…