პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გაზი შეწყდება

მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოების გამო, 24-25 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებს, დასავლეთ საქართველოსა და აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, მიწოდება 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გაზი შეწყდება
პირველი არხი

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8-54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენში მიერთების (შეჭრის) სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.

„ამასთან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.

გარდა ამისა, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით აღვნიშნავთ, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების მასშტაბური სამუშაოები, რაც აუცილებელ ტექნიკურ ღონისძიებებს საჭიროებს. აღნიშნული სამუშაოები აჭარის რეგიონში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოების დასრულება ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და სტაბილურ მიწოდებას, გაზსადენის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება. მილსადენები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით ააშენა. პროექტები გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მიზანი ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდა და მეტი დასახლების გაზიფიცირების ხელშეწყობაა.

მსგავსი მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის პროექტების განხორციელება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას არ გულისხმობს. პროცესს წინ უძღვის კომპლექსური ტექნიკური მომზადება, საინჟინრო გადაწყვეტების დამუშავება და შესაბამისი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სამუშაოების თარიღი განისაზღვრა აუცილებელი ტექნიკური და მოსამზადებელი პროცესების გათვალისწინებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4
  1. რუსთავი 2სამთავრობო24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - რომელ მუნიციპალიტეტებს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება?
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა" - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
  3. ბათუმელებიოპოზიციური24 ნოემბერს გაზი გაითიშება აჭარასა და მთელ დასავლეთ საქართველოში
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ქალაქს დროებით შეუწყდება
  5. ალიაოპოზიციურისაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
  6. BM.GEოპოზიციური24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება
  7. რუსთავი 2სამთავრობო"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას, საბოლოოდ აღმოიფხვრება" - მთავარ გაზსადენზე სამუშაოები ხვალ გამთენიისას დაიწყება
  8. რუსთავი 2სამთავრობოდასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
  9. ბათუმელებიოპოზიციურიაჭარასა და სხვა რეგიონებში გაზი აღარ გაითიშება – კომპანიის ახალი განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, 20-კილომეტრიანი მილსადენის მიერთების გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ეს სამუშაოები ზამთარში ავარიული გათიშვებისგან დაგვიცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები