პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე : დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება - მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაზმომარაგების შეწყვეტა მაგისტრალური ქსელის მასშტაბური განახლების აუცილებელი ტექნიკური ეტაპია.

გია აბაშიძე : დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება - მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია
იმედინიუსი

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს. მისი თქმით, სწორედ ამ შედეგის მისაღწევად ხორციელდება გაზსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება

„მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია, რომლის შედეგიც წლების განმავლობაში აისახება გაზმომარაგების საიმედოობაზე.

საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე უკვე აშენებული 20-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი მოქმედ ქსელს შეუერთდება. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა სრულფასოვნად ჩაერთვება გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიწოდების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

მოდერნიზაცია ამით არ დასრულდება. 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია ქობულეთის განშტოების კიდევ 25-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის მიერთებაც, რაც აჭარის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. ორივე პროექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით განხორციელებული ინფრასტრუქტურული განახლების ნაწილია.

ახალი მილსადენების მოქმედ ქსელთან მიერთება რთული საინჟინრო პროცესია, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, სამუშაოების პერიოდში გაზის მიწოდების დროებითი შეჩერება აუცილებელია. მათი დაგეგმვისას გათვალისწინებულია როგორც ტექნიკური მომზადება, ისე მეტეოროლოგიური პირობები, რათა მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბაკურიანს, ასევე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს და აჭარის რეგიონს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - რომელ მუნიციპალიტეტებს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები