"ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა" - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
საგურამო-ქუთაისის გაზსადენის ახალ 20-კილომეტრიან მონაკვეთს მოქმედ ქსელთან 24-25 ნოემბერს მიაერთებენ, რაც, მალხაზ გაბუნიას თქმით, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 20-კილომეტრიან მონაკვეთს მოქმედ ქსელთან მიაერთებენ. სამუშაოები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები მინიმუმამდე შემცირდება.
"წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა. დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე. ჩატარებული სამუშაოები იძლევა გარანტიას საიმედო და სტაბილური მომარაგებისთვის", - აცხადებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ გაბუნია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - რომელ მუნიციპალიტეტებს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება?
24 ნოემბერს გაზი გაითიშება აჭარასა და მთელ დასავლეთ საქართველოში
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება - ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ქალაქს დროებით შეუწყდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…