პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, 20-კილომეტრიანი მილსადენის მიერთების გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ეს სამუშაოები ზამთარში ავარიული გათიშვებისგან დაგვიცავს

ხალხის ძალა

თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი მილსადენის მიერთების გამო 24-25 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, რაც ზამთარში ავარიულ გათიშვებს თავიდან აგვარიდებს.

თამთა მეგრელიშვილი: 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, 20-კილომეტრიანი მილსადენის მიერთების გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ეს სამუშაოები ზამთარში ავარიული გათიშვებისგან დაგვიცავს
იმედინიუსი

რეგიონების განვითარება და მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა სწორედ ისეთი ინფრასტრუქტურის გამართვასა და განახლებას გულისხმობს, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - აუცილებელია, გაგებით მოვეკიდოთ ჩვენივე სასიკეთოდ დაგეგმილ სამუშაოებს.

„24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, 20-კილომეტრიანი მილსადენის მიერთების გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ეს სამუშაოები ზამთარში ავარიული გათიშვებისგან დაგვიცავს.

ზამთარში მომხდარი მოულოდნელი ავარია ქმნის უსაფრთხოების საფრთხეს და შესაძლოა დღეების განმავლობაში გათბობის გარეშე დატოვოს ოჯახები, საავადმყოფოები თუ სკოლები.

დაგეგმილი სამუშაოები კი ავარიის რისკებს ფაქტობრივად ანულებს, გვაზღვევს მოსალოდნელი კრიზისისგან და უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას.

25 ნოემბრის 10:00 საათიდან გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

იმედი მაქვს, რომ ერთობლივი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, ეს პროცესი სწორად იქნება აღქმული და გაგებული“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები