“ოცნება”: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება — გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.
„აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი მომავალში, უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში.
გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – თქვა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიაირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
ირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ
საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“ – ირაკლი კირცხალია
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე“- კირცხალია
"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის - ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია: „ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…