პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

ქართული ოცნება

სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ ინიციირებულ კანონპროექტზე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ კანონის აღსრულება უმნიშვნელოვანესია, რათა პროცესი იატაკქვეშეთში არ გადავიდეს და ქვეყანა არალეგალური მოქმედებების ადგილად არ იქცეს.

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ
იმედინიუსი

იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.

კირცხალიამ უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დაინიციირდება კანონპროექტი სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მომავალში კანონის აღსრულებასაც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს, რათა არალეგალურ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს.

„სახელმწიფო ჩვენ მოქალაქეებს ყველაფერში გვერდში დაუდგება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ შეგვეძლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აკრძალვას ნებისმიერ სფეროში ყოველთვის მოჰყვება იატაკქვეშა და არალეგალური მოქმედებები. ერთია ძალიან სწორად გაწერილი კანონმდებლობა და კანონი და მე ვფიქრობ, ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია შემდეგ ამის აღსრულება და ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. დამერწმუნეთ, ჩვენ ამის მაქსიმალურ პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მნიშვნელოვანია მისი აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: „ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები