პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტისაპატრიარქო

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოში სუროგაცია აიკრძალება, რის შესახებაც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ეფუძნება, კანონპროექტი კი პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაინიცირდება.

"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
TV პირველი

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

„აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი მომავალში, უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში.

გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, - თქვა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
  3. პირველი არხისამთავრობოსაპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
  5. BM.GEოპოზიციური"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
  7. ალიაოპოზიციური„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“ – ირაკლი კირცხალია
  8. ბათუმელებიოპოზიციური„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე“- კირცხალია
  9. რუსთავი 2სამთავრობოე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის - ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ტრეფიკინგზე საუბრისას, კონკრეტულ ინფორმაციებს ვეყრდნობით. როდესაც ბავშვი ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ის ჩვენთან იბადება და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი იმ ბავშვის მომავალზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები