პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კომპანია “სოკარი” ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარის“ განცხადებით, ქუთაისში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, ოქტომბერში არასწორი მონტაჟის გამო წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა.

კომპანია “სოკარი” ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალია

„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!

გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.

თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 16 114“ – ნათქვამია სოკარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაქორგგაზი: ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო
  2. BM.GEოპოზიციური"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო – სოკარი ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალური„სოკარ გაზი“ ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე – აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიებით
  5. იმედინიუსისამთავრობო„სოკარ ჯორჯია გაზ“-ი: ქალაქ ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აფეთქება ქუთაისში - "სოკარ გაზში" "პირველებს" უთხრეს, რომ მიზეზებს ადგენენ, წინასწარი ინფორმაციით, “ბინაში ჟონავდა გაზი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები