პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმის განცხადებით, ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სხეულის 12%-იანი დამწვრობა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის სავარაუდო დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა. ექიმ გიორგი აბესაძის ცნობით, მას სხეულის 12%-იანი დამწვრობა და თერმოინჰალაციური დაზიანება აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის განცხადებით, ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სხეულის 12%-იანი დამწვრობა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია
ინტერპრესნიუსი

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა 74 წლის ქალი დაშავდა.

აფეთქების შედეგად ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი.

როგორც ექიმმა გიორგი აბესაძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აქვს თერმოინჰალაციური დაზიანება, ამასთანავე ქრონიკული დაავადებები.

„74 წლის ქალბატონს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. იგი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი უტარდება.

ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები და თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მისი მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს. დამწვარია სხეულის 12%-იანი ფართობი“,- განაცხადა გიორგი აბესაძემ.

ინფორმაციისთვის, ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა.

ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციური74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი - როგორია მისი მდგომარეობა
  2. ალიაოპოზიციური74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი – როგორია მისი მდგომარეობა
  3. ფორმულაოპოზიციურიექიმი ქუთაისში აფეთქებაზე: ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიროგორია ქუთაისში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიქუთაისში აფეთქების დროს დაშავებულ 74 წლის ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი
  6. იმედინიუსისამთავრობოქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები