პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქორგგაზი: ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო

„საქორგგაზის“ განცხადებით, ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ოქტომბერში შემოწმებისას გაზის ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო.

საქორგგაზი: ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო
TV პირველი

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას „საქორგგაზი“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, ოქტომბერში ჩატარებული გეგმიური შემოწმებისას ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს.

კომპანიის განმარტებით, აფეთქების გარემოებები გამოძიების ფარგლებში დადგინდება.

ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის N 50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმიური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!

გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.

თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 16 114, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ერ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა და პოსტს ფაქტის ამსახველი ფოტოც დაურთო.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აფეთქება ქუთაისში - "სოკარ გაზში" "პირველებს" უთხრეს, რომ მიზეზებს ადგენენ, წინასწარი ინფორმაციით, “ბინაში ჟონავდა გაზი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები