პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, ქუთაისში აფეთქების ადგილას ოქტომბერში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ჩაიხსნა და დაილუქა. შემთხვევის შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა.

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს
BM.GE

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 21 ნოემბერს ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთან გეგმური შემოწმება ოქტომბერში ჩატარდა, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი.

საქმე ისაა, რომ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 74 წლის ქალი, რომელსაც სხეულის 12% აქვს დამწვარი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.

თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 16 114",- აღნიშნავენ კომპანიაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაქორგგაზი: ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო – სოკარი ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„სოკარ გაზი“ ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე – აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიებით
  4. ალიაოპოზიციურიკომპანია “სოკარი” ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  5. იმედინიუსისამთავრობო„სოკარ ჯორჯია გაზ“-ი: ქალაქ ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები