„სოკარ ჯორჯია გაზ“-ი: ქალაქ ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა; კომპანიის ცნობით, ბინაში არასწორი მონტაჟის გამო წყლის გამაცხელებელი ადრე ჩახსნილი და დალუქული იყო.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარს აფეთქებასთან დაკავშირებით „სოკარ ჯორჯია გაზი“ „საქორგგაზის“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის 50 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.
აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.
თუნდაც მცირედი ეჭვის დროს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე — 16 114“, - აღნიშნულია „საქორგგაზის“ განცხადებაში.
ქუთაისში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქორგგაზი: ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო
"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს
ოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო – სოკარი ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
„სოკარ გაზი“ ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე – აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიებით
კომპანია “სოკარი” ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…