პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს

საქართველოს პარლამენტიშინაგან საქმეთა სამინისტრონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაიცავენ წესრიგს და ქვეყანაში ვერავინ შეძლებს ხელისუფლებისა თუ კონსტიტუციური წყობილების დამხობას.

გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს
იმედინიუსი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია უკლებლივ ყველა, 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს, მაგრამ კანონი არ უნდა დაირღვეს, არ უნდა გამოიყენონ ძალადობრივი ასპექტები, არ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, იმიტომ რომ კანონი მკაცრია და დანაშაულის ჩადენის შემთვევაში ყველას უმკაცრესად მიეგება პასუხი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რითაც პასუხი გასცა გახარიას პარტიის სახელით დასმულ კითხვას.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველების მუშაობის შედეგი იყო, რომ 4 ოქტომბერს, ის პოლიტიკური შედეგი არ დადგა, რაც ჩაფიქრებული იყო.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ იმუშავეს, ამიტომ ის პოლიტიკური შედეგი, რომელსაც გახარიას პარტია, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, ელოდებოდა და არ დადგა და მომავალშიც არ დადგება, იმიტომ რომ სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას დაამხობს, ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს და ვერც მის პოლიტიკურ შედეგებს მიიღებს.

ამ დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობს“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრა ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება არისო. ერთი ის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია და კიდევ ერთხელ - მათ რომ მიეცეთ საშუალება, ზუსტად იმავეს გააკეთებენ. შესაძლებელია გახარიას პარტია ისევ დაელოდოს იმ პოლიტიკურ შედეგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერილი, ორგანიზებული და წახალისებული დამხობა მოხდება თუ არა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები