პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო – სოკარი ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე

თბილისის მერია

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაშავდა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით კი, ბინაში ოქტომბერში შემოწმებისას წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო დაილუქა.

ოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო – სოკარი ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
ნეტგაზეთი

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, ბინა, სადაც ქუთაისში აფეთქება მოხდა, ოქტომბერში შეამოწმეს, რის შემდეგაც ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმიური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!

გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.

თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 16 114“, – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ .

21 ნოემბერს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული.

ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალმა, რომელიც კორპუსის აფეთქებისას დაშავდა, განაცხადა, რომ გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

ქუთაისის მერის თქმით, სავარაუდოდ, 15 ოჯახს დასჭირდება აღნიშნული კორპუსიდან გაყვანა, რომელთათვისაც მერიას სასტუმროები უკვე მოძიებული აქვს.

დაშავებული ქალის ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება – ქუთაისის მერი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაქორგგაზი: ქუთაისში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო
  2. BM.GEოპოზიციური"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„სოკარ გაზი“ ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე – აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიებით
  4. ალიაოპოზიციურიკომპანია “სოკარი” ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  5. იმედინიუსისამთავრობო„სოკარ ჯორჯია გაზ“-ი: ქალაქ ქუთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები