პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა; ექიმ გიორგი აბესაძის ცნობით, მას სხეულის 12%-იანი დამწვრობა და თერმოინჰალაციური დაზიანება აქვს.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია
იმედინიუსი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ექიმის განცხადებით, მან სხეულის 12-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, ასევე აქვს მიმდინარე ქრონიკული დაავადებები. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„პაციენტი, 74 წლის ქალი შე შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება, ის მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა/მონიტორინგი.

ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე აქვს თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს, ამიტომ ჯერ არ შემიძლია როგორ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნა ექიმმა გიორგი აბესაძემ.

აფეთქება ქუთაისში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. 5-სართულიანი კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სოკარ გაზმა. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთან გეგმიური შემოწმება ოქტომბერში ჩატარდა, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი - როგორია მისი მდგომარეობა
  2. ალიაოპოზიციური74 წლის ქალს, რომელიც ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავდა, სხეულის 12% აქვს დამწვარი – როგორია მისი მდგომარეობა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის განცხადებით, ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სხეულის 12%-იანი დამწვრობა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია
  4. ფორმულაოპოზიციურიექიმი ქუთაისში აფეთქებაზე: ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიროგორია ქუთაისში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიქუთაისში აფეთქების დროს დაშავებულ 74 წლის ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, კორპუსში აფეთქება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები