"დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა, მოქალაქეები მოთხოვნის საფუძველზე აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს" - კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში შემთხვევის ადგილზე იმყოფება
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, კრწანისის გამგებლის, ლაშა ცაგურიას თქმით, უსაფრთხოების ღობის მოწყობა დასრულდა და მოსახლეობას ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხვალ საქართველოში გლოვის დღეა. შემთხვევის ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობენ. მეხანძრე-მაშველებს კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავთ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია, რომელიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების ღობის მოწყობა დასრულებულია:
"დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა, 28 ოჯახი გადაყვანილი გვყავს სასტუმროში. ჩვენთან ერთად იმყოფება სამაშველო სამსახური და მოქალაქეები მოთხოვნის საფუძველზე აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს. ამ ეტაპზე გამგეობის თანამშრომლები სრულად ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე და ვაგრძელებთ სამუშაოებს.
მე, რა თქმა უნდა, როგორც გამგებელს მოქალაქეებთან მაქვს კომუნიკაცია. იციან მათ ჩვენი მოსაზრება, რომ არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამაში მათი 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად,"- აცხადებს თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატია28 ოჯახი სასტუმროში გვყავს გადაყვანილი, სასტუმროს შემდეგ კი მათ ქირით გავიყვანთ. ამ ეტაპზე, კორპუსის დარჩენილ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება - კრწანისის რაიონის გამგებელი
კრწანისის რაიონის გამგებელი ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩანაცვლებაზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, მობინადრეებისგან 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…