ფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრი ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები
ფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები. 19 ნოემბერს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრი ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ასევე განთავსებულია უსაფრთხოების ჯებირები. კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
შემთხვევის ადგილზე დილიდან მიდიან მოქალაქეები და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
დაზიანებული სადარბაზოებში მცხოვრები ადამიანები მეხანძრე-მაშველების თანხლებითა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, პირადი მოხმარების ნივთების გამოსატანად საკუთარ ბინებში შედიან.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…