ნუცა ბათიაშვილი: როგორ თუ პოლიტიზირებას ახდენთ ფონიჭალის ტრაგედიისო, ამბობს ხალხი რომელმაც...
მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათდამი ლოიალური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი 2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელეარხებმა კორპუსის ჩამონგრევიდან მალევე დაიწყეს სხვადასხვა ადამიანის მადისკრედიტებელი კამპანია, მათ მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი სტატუსების გამო - ამ კამპანიით ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პოსტების ავტორები ტრაგედიით სპეკულირებენ და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებენ ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
სამი ტელეარხიდან, რომლებიც იდენტური აქცენტის გზავნილებს ავრცელებდნენ, "მეტაში" რეკლამის გაშვება მხოლოდ "რუსთავი 2-მა" შეძლო.
სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ანთროპოლოგი, პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი ნუცა ბათიაშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…