ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან და გარდაცვლილთა ხსოვნას სიმბოლურად პატივს მიაგებენ
ფონიჭალაში მომხდარი ძლიერი აფეთქების ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, მუშაობას განაგრძობენ ექსპერტები, მოქალაქეები კი გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხვალ საქართველოში გლოვის დღეა. ამ ეტაპზე ტრაგედიის ადგილზე, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. თუმცა, ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შემთხვევის ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი, რათა დადგინდეს რეალური მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება.
მეხანძრე-მაშველებს კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავთ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მოწყობილია სივრცე, სადაც მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. გამოტანილი აქვთ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები, სიმბოლურად პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას, მიაქვთ ყვავილები, სანთლები, სათამაშოები და მომხდარის გამო მწუხარებას გამოხატავენ.
მაცხოვრებლები ტრაგედიის დღეს იხსენებენ და ამბობენ, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყოს, რომ გვერდით არსებული ბინებიც დაზიანდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…