პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრწანისის რაიონის გამგებელი ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩანაცვლებაზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, მობინადრეებისგან 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებით დაზიანებული კორპუსის ახლით ჩასანაცვლებლად მობინადრეებისგან 100%-იანი მხარდაჭერაა საჭირო.

კრწანისის რაიონის გამგებელი ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩანაცვლებაზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, მობინადრეებისგან 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
იმედინიუსი

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩასანაცვლებლად მობინადრეების თანხმობაა საჭირო.

მან ასევე ისაუბრა ადგილზე ამჟამად არსებულ ვითარებაზე.

„დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა. იცით, რომ 28 ოჯახი გადაყვანილი გვყავს სასტუმროში. ჩვენთან ერთად იმყოფება სამაშველო სამსახური და მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს.

არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამას თვითონ [მათგან] 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო28 ოჯახი სასტუმროში გვყავს გადაყვანილი, სასტუმროს შემდეგ კი მათ ქირით გავიყვანთ. ამ ეტაპზე, კორპუსის დარჩენილ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება - კრწანისის რაიონის გამგებელი
  2. რუსთავი 2სამთავრობო"დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა, მოქალაქეები მოთხოვნის საფუძველზე აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს" - კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში შემთხვევის ადგილზე იმყოფება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქვემო ფონიჭალაში მოქალაქეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ – რა ხდება ტრაგედიის ადგილზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები