პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღევანდელი ევრობიუროკრატია არ ზრუნავს ევროპის ობიექტურ ინტერესებზე, რამაც გამოიწვია რელიგიური, ეროვნული, კულტურული იდენტობის კრიზისი - აკაკი ალადაშვილი

საქართველოს პარლამენტი

აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, ევრობიუროკრატია ევროპის ინტერესებზე არ ზრუნავს, რამაც იდენტობის კრიზისი გამოიწვია. მმართველ გუნდში ევროპარლამენტარ სტივენ ნიკოლა ბარტულიცას კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

დღევანდელი ევრობიუროკრატია არ ზრუნავს ევროპის ობიექტურ ინტერესებზე, რამაც გამოიწვია რელიგიური, ეროვნული, კულტურული იდენტობის კრიზისი - აკაკი ალადაშვილი
რუსთავი 2

ევროკავშირის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა ხორვატიიდან და პროგნოზი ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლაზე - ევროპარლამენტარი სტივენ ნიკოლა ბარტულიცა მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი ლიდერები მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს დაშორდნენ, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ევროპულ ეკონომიკასა და მრეწველობას, ისე კონტინენტის კულტურულ საფუძვლებს - ქრისტიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

ბარტულიცა ხორვატიას მოუწოდებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრში არა ბრიუსელის, არამედ მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენოს. განცხადებები ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე "რა განსაზღვრავს ევროპას?" - გაკეთდა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის განცხადება ევროპის რეალურ საჭიროებებსა და იმ პრობლემებს უსვამს ხაზს, რაზეც თბილისი უკვე დიდი ხანია საუბრობს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია არ ზრუნავს ევროპის ობიექტურ ინტერესებზე, რამაც გამოიწვია რელიგიური, ეროვნული, კულტურული იდენტობის კრიზისი:

"დღევანდელი ევრობიუროკრატია არ ზრუნავს ევროპის ობიექტურ ინტერესებზე, რამაც გამოიწვია რელიგიური, ეროვნული, კულტურული იდენტობის კრიზისი.

ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ მოსახლეობის ეს ძალიან მინიმალური მხარდაჭერა, პრაქტიკულად განულებული აქვთ მათ ლიდერებს. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი არის ის, რაც ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ძალადობის, ძარცვის სცენებში ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს პატრიოტული ძალების გამოჩენა,"- აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბრიუსელი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ და დროა, რომ ისინი გამოფხიზლდნენ - ლევან მაჭავარიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები