პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო გააძევა. ბიბილაშვილის განცხადებით კი, ის მხარეების მიმართ თანასწორ მიდგომას ითხოვდა.

ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
პირველი არხი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაძევებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო გააძევა.

„მოპასუხე მხარეს აშკარად და ღიად ეტყობა, რომ შენიშვნებს აძლევს მეორე მხარეს იმასთან დაკავშირებით, რასაც თავად ორჯერ მეტად არღვევს. იმას ვერ ეგუებით, რომ ახსნა-განმარტება არ გააკეთოთ შეკითხვების შემდეგ. კიდევ უფრო უმყარდება სასამართლოს რწმენა იმისა, რომ გაჭიანურებისკენ მიდის ეს ყველაფერი. ბატონი ზაზა ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა მივმართო. მაშინ გადაწყვიტოს ეს საქმე საზოგადოებამ. ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი, ის მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებულია სხდომიდან“, – აღნიშნა ნადარაიამ.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, იგი მხარეებისადმი თანასწორ მიდგომას ითხოვდა.

„ყოველ ჯერზე მე ვითხოვდი, რომ თანასწორი მიდგომა ყოფილიყო მხარეებს შორის“, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიმოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა
  2. TV პირველიოპოზიციურიმოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ რომ გაგაფრთხილებს სასამართლო და კიდევ იმავეს აკეთებ - ზაზა ბიბილაშვილი პროცესზე დესტრუქციისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის იმყოფებოდა
  5. ალიაოპოზიციური“ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ?”– მოსამართლე ამტკიცებს, რომ “შეურაცხმყოფელი ელემენტები” მოისმინა”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბონუს ეტაპი აქვს მოსარჩელე [„ოცნების“] მხარეს? – ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები